დაკავება ძარცვის ბრალდებით 64

ძარცვის ბრალდებით სამართალდამცველებმა 2001 წელს დაბადებული პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის დეკემბერში თბილისში ლიტველ ტურისტს ხელჩანთა გასტაცა, რომელშიც თანხა, სამკაულები და პირადი დოკუმენტები იყო. ბრალდებულმა მის მიერ თბილისში სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობის 15 ფაქტიც აღიარა.